11/04/2023
19:03
მსოფლიო
დღეს, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვარზე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
თავდაპირველად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სროლის შესახებ.
"11 აპრილს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16:00 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ტექნიკურ საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებენ. სომხურმა მხარემ საპასუხო მოქმედებებს მიმართა" - ნათქვამია ინფორმაციაში.
წინასწარი მონაცემებით სომხურ მხარეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, აცხადებენ უწყებაში.
ამის შემდეგ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც სომხური მხარე დაბომბვაში დაადანაშაულა.
დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სომხეთმა ინტენსიური სროლები განახორციელა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ლაჩინის მიმართულებით. აზერბაიჯანი ასევე იტყობინება დაღუპულთა და დაჭრილების შესახებ.
„ამჟამად აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები იღებენ ადექვატურ საპასუხო ზომებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0