14/03/2023
18:10
მსოფლიო
„სომხეთი არ ტოვებს კუხოს, ორგანიზაცია თავად ტოვებს სომხეთს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ფაშინიანის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა მას გასულ წელს უთხრა, რომ ორგანიზაციაში არსებობს შიში იმის შესახებ, რომ სომხეთმა შეიძლება დატოვოს ორგანიზაცია.
„ჩემი შეფასებაა, რომ ორგანიზაცია, ნებით თუ უნებლიეთ ტოვებს სომხეთს და ეს გვაწუხებს. ჩვენ არ დაგვიმალავს არაფერი, რაც მოხდა. მოხარულები ვიქნებით დავიკავოთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობა, თუ ამით არასწორ გზავნილს არ გავუგზავნით ჩვენს ხალხს, თუ ეს ნიშნავს სომხეთის უსაფრთხოებისთვის დამატებით გარანტიებს. თუ არა, ჩვენ ვერ ვხედავთ აზრს ასეთი ნაბიჯის გადადგმაში“, - აცხადებს ფაშინიანი.
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დიდი ხანია ძალიან თანმიმდევრულად მუშაობს ორგანიზაციასთან და მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას. მისი თქმით, სომხეთმა ორგანიზაციას თავისი პრინციპები გადასცა.
0
0