
სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, ერევნის ყოფილი მერი გაგიკ ბეგლარიანი მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.https://armenpress.am/en/article/1252060/amp
ბეგლარიანს, რომელიც ერევანს 2009 წლიდან 2010 წლამდე მართავდა და ასევე 2012 წლიდან 2016 წლამდე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი იყო, ბრალად ედება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ფულის გათეთრება.
სამართალდამცავმა უწყებამ განაცხადა, რომ სასამართლოს ბეგლარიანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სთხოვა.
ამასთან, სომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ექვსი წევრი დააკავეს.
ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების ცნობით, დეპუტატების დაკავება მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე და უკავშირდება რამდენიმე პირის მატერიალურ წახალისებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დღეს 7 ივნისს ტარდება.
0
0