16/01/2025
12:10
მსოფლიო
როგორც BBC-ი წერს, სომალილენდში ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები, დონალდ ტრამპის მომავალი პრეზიდენტობის პირობებში, მზად არის გახდეს მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას აღიარებს.
აფრიკის ჩრდილოეთით მდებარე არაღიარებულმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა 33 წლის წინ გამოაცხადა, როდესაც სომალიში სამოქალაქო ომი დაიწყო - მას შემდეგ მრავალი თვალსაზრისით ფუნქციონირებს, როგორც დე ფაქტო ნაციონალური სახელმწიფო.
"დონალდი ჩვენი მხსნელია. ის ბრძენი და პრაქტიკული ადამიანია. ღმერთმა დალოცოს ამერიკა", - თქვა სომალილენდის უნივერსიტეტის სტუდენტმა აიშა ისმაილმა.
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მცხოვრებთათვის კი სომალილენდი სომალის განუყოფელი ნაწილია.
„მეეჭვება, დონალდ ტრამპმა იცოდეს, რა არის სომალილენდი, მას არც აინტერესებს, სად მდებარეობს ის“, - თქვა მოგადიშოს მონაცემთა ანალიტიკოსმა აბდი მოჰამუდმა.
ძლიერი და გავლენიანი რესპუბლიკელებიც ამ საკითხის გადასაჭრელად იბრძვიან. კონგრესმენმა სკოტ პერიმ გასულ თვეში წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, აშშ-მა ოფიციალურად უნდა აღიაროს სომალილენდის დამოუკიდებლობა. თუმცა არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მომავალი ადმინისტრაცია გეგმას განახორციელებს, რომელთაგან ზოგიერთ საკითხს ტრამპი უკვე აღარც განიხილავს.
,,სომალილენდის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი არა მხოლოდ ეწინააღმდეგება სომალის სუვერენიტეტს, არამედ წარმოადგენს რეგიონის დესტაბილიზაციას სახიფათო პრეცედენტის შექმნის გზით“, - განაცხადა სომალის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ალი მოჰამედ ომარმა.
როგორც ცნობილია, ამერიკამ მოგადიშოს ჩრდილო-დასავლეთით, ბალედოგლში, საჰაერო ბაზა განათავსა და ის ისლამისტ მეამბოხეებზე რეგულარულ საჰაერო თავდასხმებს ანხორციელებს.
0
0