
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის, დიდი დიღმის I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრვ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), ასი ათასი მოწამის, პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალის, დემეტრე თავდადებულის, ექვთიმე ხელაძის, პეტრე იბერის და მიხა ხელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, დიღმის მასივის II, III, VI კვარტლების (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის და ნონა გაფრინდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0