12/12/2024
14:52
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სომალი და ეთიოპია ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ, რათა გადაიჭრას დავა სეპარატისტულ სომალილენდის რეგიონთან და ეთიოპიისთვის საზღვაო წვდომასთან დაკავშირებით. ანკარაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ერდოღანმა სომალის პრეზიდენტს ჰასან შეიხ მოჰამუდს და ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს აბი აჰმედს "ისტორიული შერიგებისთვის" მადლობა გადაუხადა.
,,ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება იქნება პირველი ნაბიჯი ახალი დასაწყისისკენ, რომელიც დაფუძნებულია სომალსა და ეთიოპიას შორის მშვიდობასა და თანამშრომლობაზე და, რომელიც, მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანას - ეთიოპიას - ზღვაზე წვდომის შესაძლებლობით საბოლოოდ უზრუნველყოფს. ეს ერთობლივი დეკლარაცია ფოკუსირებულია მომავალზე და არა წარსულზე და აფიქსირებს იმ პრინციპებს, რომლებსაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ორი მეგობარი ქვეყანა ამიერიდან დააფუძნებს", - თქვა ერდოღანმა.
0
0