
ევროკავშირმა ისრაელზე ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ევროკავშირი კატეგორიულად გმობს ჰამასის მრავალრიცხოვან და განურჩეველ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სიცოცხლის დაკარგვის გამო“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის განცხადებაში.
ევროკავშირმა მოუწოდა დაუყონებლივ შეწყდეს თავდასხმა და ძალადობა, რაც მხოლოდ „კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას ადგილზე“.
„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს, რომელსაც აქვს უფლება, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის მიხედვით ასეთი სასტიკი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირმა ასევე აღნიშნა გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მუშაობის მნიშვნელობა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში ძალისხმევის გააქტიურებით.
0
0