
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ბილეთების გაყიდვის დაწყების შესახებ განაცხადა.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია ЮВТ АЭРО-ის პირველი რეისი მოსკოვი (ვნუკოვო) - სოხუმი მარშრუტზე 3 მაისს იგეგმება. 6 მაისიდან Икар Airlines-ი ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს.
სოხუმის აეროპორტიდან ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით ფრენის არჩევისას ავიაკომპანია Икар-ის ვებგვერდიდან გადამისამართდებიან Nordwind Airlines-ის ვებგვერდზე, სადაც შეეძლებათ ბილეთის შეძენა სოხუმიდან, ბაბუშერის აეროპორტიდან ნიჟნი ნოვგოროდამდე. 6 მაისს ფრენის ღირებულებაა 9735 რუბლი (დაახლოებით 105 აშშ დოლარი მიმდინარე კურსით).
ბილეთები ავიაკომპანია "UVT AERO"-ს ვებგვერდზეც გამოჩნდა. მიმართულების არჩევისას ჩნდება სახელწოდება „სოხუმი, ბაბუშერა“, არჩევის შემდეგ – „სოხუმი, დრანდა“. ბილეთის ღირებულება მოსკოვიდან 3 მაისს შეადგენს 15921 რუბლს (დაახლოებით $192).
0
0