
“სოფელ ხორეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება” - ამის შესახებ “სფეისნიუსს” ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ყველა შესაბამისი სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა.
“სფეისნიუსმა” სოფელ ხორეთში, ღამით მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ პირველი ვიდეოკადრებიც გაავრცელა.
სარიშვილი ამბობს, რომ სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გაყვანილი და ახალა სოფელ ხორეთიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს 5 ადამიანი გამოჰყავთ.
"გუშინ, მთელი ღამე ვმუშაობდით და სტიქიის ზონიდან დაახლოებით, 50-მდე ოჯახი გამოვიყვანეთ, რომლებსაც თავშესაფარი ესაჭიროებოდათ. მათი ნაწილი, დროებით, ნათესავებთან ცხოვრობს. ყველაზე მეტი მოქალაქე ჩოჩხათის თემიდან გამოვიყვანეთ. ტექნიკა მიდის ყველა ლოკაციაზე, რათა ამ ორ დღეში მაქსიმალურად გავწმინდოთ ტერიტორია. ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც დამეწყრილია და წაღებულია მიწა. ახლა წასულები არიან სამაშველო სამსახურის და მერიის თანამშრომლები, რომ სოფელ ხორეთიდან კიდევ გამოიყვანოს 5 ადამიანი”, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
რეგიონში ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.
"მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ხორეთში ცუდი სიტუაცია იყო, ამ დროისთვის, მდინარეში წყლის დონე უკვე დაკლებულია“, - ამბობს სარიშვილი.
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026