
ამ თვეში, ფინეთის მთავრობის დღის წესრიგში დადგა სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების საკითხი.
ახალი კვლევის თანახმად, სოციალური ქსელების ხშირმა ან პრობლემურმა მოხმარებამ შეიძლება ბავშვებში ძილის პრობლემები გამოიწვიოს.
როგორც ირკვევა, ასეთი კატეგორიის ბავშვებს, სხვა თანატოლებთან შედარებით, ცოტა სძინავთ და ღამით გვიან წვებიან დასაძინებლად.
ასეთი დასკვნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კვლევის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომელშიც იუვესკილის (ფინეთი) უნივერსიტეტიც მონაწილეობდა.
მკვლევარ ჰენრი ლაჰტის თქმით, ბავშვების მიერ სოციალური ქსელების ხშირი გამოყენება, ერთი შეხედვით, შეიძლება ნორმალურადაც კი მოჩანდეს, მაგრამ თუ ის კომპულსიურ, აკვიატებულ ხასიათს შეიძენს, შეშფოთების მიზეზი ნამდვილად იარსებებს.
კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოში სოციალური ქსელების მომხმარებელთა დაახლოებით ექვს პროცენტს პრობლემები აქვს, და ეს მაშინ, როდესაც სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 30 პროცენტი სოციალურ მედიას ინტენსიურად იყენებს.
ფინეთის მთავრობის ფორმირების საკითხზე გამართული მოლაპარაკებების დროს, დაისვა საკითხი, რომ მასწავლებლებს მიეცეთ უფლება, მოსწავლეებს, სკოლაში ყოფნის პერიოდში, მობილური ტელეფონების გამოყენება აუკრძალონ, რაც ამჟამად ფინეთში დაუშვებელია.
მარტში დაწყებულმა სამოქალაქო ინიციატივამ, რომელიც მასწავლებლებისთვის ასეთი უფლების მინიჭებას ითვალისწინებს, თითქმის 30 000 მხარდამჭერის ხელმოწერა მოაგროვა.
0
0
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოაბრძანეს
11/04/2026