10/01/2023
00:55
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. ინფორმაციას და აუდიოჩანაწერს imedinews.ge ავრცელებს.
გამოქვეყნებულ ვიდეოზე მითითებულია, რომ საუბარი ჩაწერილია 2021 წლის არჩევნებამდე.
ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა თავად გავრცელების ფაქტმა ნიკა მელიას თანამოაზრეების აღშფოთება გამოიწვია.
აღნიშნულ ჩანაწერს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში სტატუსით გამოეხმაურა:
"ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ.
ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ. ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის," - წერს ხატია დეკანოიძე.
0
0