
,,ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება და რასაც სოციალურ ქსელში ვხედავ", - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
,,ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს.
ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ.
ნამდვილად, სიტყვებიც არ მყოფნის", - წერს ხატია დეკანოიძე.
ცნობისთვის, ხატია დეკანოიძე ამ პოსტით, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმიანება.
არსებული ინფორმაციით, ჩანაწერში ისმის, სავარაუდოდ, ნიკა მელიას ხმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე უცენზურო სიტყვით მოიხსენიებს.
ჩანაწერის ავთენტიკურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა თავად გავრცელების ფაქტმა, ნიკა მელიას თანამოაზრეების აღშფოთება გამოიწვია.
ხატია დეკანოიძე თავისივე პოსტში კომენტარებში ასევე წერს, რომ “დიდი თხოვნა მაქვს, აქ არაფერი დადოთ მსგავსი. წავშლი…"
0
0