
სმარტფონის ახალი კამერის ლინზის დახმარებით, შესაძლებელი გახდება, კანის სიმსივნით დაავადებულ ათიათასობით პაციენტს დიაგნოზი უფრო სწრაფად დაუდგინდეს. 50p-ის ზომის ლინზა შესაძლებელია სმარტფონზე მიმაგრდეს და ხალების ან კანის დაზიანებების დეტალური სურათები გადაიღოს.
ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნულ სამედიცინო ტექნოლოგიას „ტელედერმატოლოგია“ უწოდეს. ივლისში აღნიშნული მომსახურება ინგლისის ყველა რაიონში გავრცელდება იმ იმედით, რომ დერმატოლოგები ერთ დღეში შესამოწმებელი პაციენტების რაოდენობას გააორმაგებენ.
„აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგიური მოწყობილობა დაგვეხმარება, რომ ადრეული ანალიზის ფაზაში, 10,000 პაციენტს სამედიცინო კვლევა არასაჭირო ვიზიტის გარეშე ჩავუტაროთ,“ - განაცხადეს ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა.
ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ასევე კანის კიბოს არსებობის დასადგენად ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციებს ამოწმებს.
ამჟამად, სმარტფონის ახალი კამერის ლინზა ექიმების მიერ დასმულ დიაგნოზთან ერთად გამოიყენება, რათა დადგინდეს დასკვნების ანალოგიურობა.
როგორც ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ამანდა პრიჩარდმა განაცხადა, „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება“ „გადამწყვეტი“ ფაქტორია სამედიცინო შემოწმებისთვის მოსაცდელი დროისა და ჯანდაცვის სერვისზე არსებული დიდი ზეწოლის შესამცირებლად.
0
0