„სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი შესაძლოა დავალებას მარტო არ ასრულებდა. საგამოძიებო ჯგუფი იძიებს ალბათობას - განხორციელდა თუ არა თავდასხმა „მარტოხელა მგლის“ მიერ,“- განუცხადა ჟურნალისტებს სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუს სუტაი ესტოკმა.
ესტოკმა განაცხადა, რომ სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმიდან ორი საათში, და ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, მისი [ეჭვმიტანილის] Facebook-ანგარიში და კომუნიკაციის ისტორია წაიშალა.
როგორც ცნობილია, რამდენიმესაათიანი ოპერაციის ჩატარების შემდეგ, 59 წლის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, თუმცა ის ჯერ კიდევ ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.
მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლო პროცესის დანიშვნამდე საპატიმროში დარჩება. სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა სლოვაკური მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 71 წლის პოეტი იურაჯ ცინტულაა.
0
0