25/11/2023
16:56
მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინაში მიმდინარე ომს „გაყინული კონფლიქტი“ უწოდა. აღნიშნული განცხადება რობერტ ფიცომ ჩეხეთში ვიზიტის დროს გააკეთა.
მისი თქმით, სლოვაკეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი „გაყინულია“, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს ეფექტი არ აქვს. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის მხარს უჭერს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას.
ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესახებ. ამასთან ერთად, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს.
უკრაინაში შესაძლო ვიზიტის შესახებ საუბრისას სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
0
0