23/12/2024
10:41
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით, მოსკოვს მოულოდნელად ეწვია - ის მესამე დასავლელი ლიდერია, რომელიც რუსეთის ლიდერს უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეხვდა.
ფიცოს განცხადებით, მათ განიხილეს სლოვაკეთისთვის რუსული გაზის მიწოდება, რომელსაც მისი ქვეყანა ეყრდნობა. რუსეთის გაზის გიგანტ „გაზპრომთან“ უკრაინის გავლით სლოვაკეთში ენერგიის ტრანზიტის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება.
„ევროკავშირის მაღალჩინოსნები მოსკოვში ჩემი ვიზიტისა და მასთან დაკავშირებული მიზნის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ... პარასკევს, 20 დეკემბერს.
ჩემი დღევანდელი შეხვედრა იყო რეაქცია ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომელმაც ჩემს პირად შეკითხვას უპასუხა, რომ უკრაინის გავლით ჩვენს ტერიტორიაზე გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია. ეს მან ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა. ხანგრძლივი საუბრის დროს მე და ვლადიმერ პუტინმა გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინაში სამხედრო ვითარებაზე და ომის სწრაფად მშვიდობიანი დასრულების შესაძლებლობებზე და სლოვაკეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე, რომლის სტანდარტიზაციასაც ვაპირებ“, - წერს ფიცო Facebook-ზე.
0
0