
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ბერლინში უკრაინასთან გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრობდა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული საკითხების 90% გადაჭრილია, ხოლო მოლაპარაკებების მთავარი თემა უსაფრთხოების გარანტიები იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირის ცნობით, დონალდ ტრამპს სჯერა, რომ მას შეუძლია რუსეთი დაარწმუნოს იმაში, რომ უკრაინას მიენიჭოს ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები. ეს პრინციპი გულისხმობს, რომ ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმად განიხილება.
აშშ-ის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ რუსებსა და უკრაინელებს შორის საკითხების შევიწროებაში პროგრესი შეინიშნება, და რომ ტერიტორიულ საკითხებზე უფრო სიღრმისეული დისკუსიები გაიმართა.
გარდა ამისა, ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად იქნება, დათანხმდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, და აშშ-ის აზრით, რუსეთი შეთანხმებაში გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.
1
0