-share.jpg)
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებიდან დამცავს ხუფებს იპარავენ. მან მოქალაქეებს სთხოვა ვანდალიზმის ფაქტებს გულგრილად ნუ აუვლიან გვერდს, დააფიქსირონ და მიაწოდონ მერის ყველა ასეთი შემთხვევა.
"ბოლო დღეების განმავლობაში, სკვერებსა და პარკებში ადგილი აქვს განათების ბოძების დაზიანებას, კონკრეტულად, ხსნიან დამცავ ხუფებს, იპარავენ. [...] რაც ძალიან ცუდია ყველანაირი თვალსაზრისით, პირველ რიგში უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამგვარ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს შესაბამისი რეაგირება, ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა, გამოსწორება, მოწესრიგება, მოპარული ხუფების თავიდან მონტაჟი და დაყენება, მაგრამ, თვითონ ფაქტი არის ძალიან ცუდი", - თქვა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, რასაც ვანდალიზმის ჩამდენი პირები აკეთებენ, უმძიმესი დანაშაულია, რადგან მოქალაქეების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.
0
0