04/03/2026
22:10

ესპანეთმა ამერიკელების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „სიენბისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმედგაცრუება ესპანეთის მთავრობის მიმართ „გამართლებულია, რადგან ისინი ცუდი მოქმედი მხარეები იყვნენ“.
„ის ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელიც ნატო-ს მოთხოვნებს არ ასრულებს. ამას „უფასო სარგებლის მიმღები“ ეწოდება“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ამასთან, აშშ-ის სახაზინო მდივნის განცხადებით, მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით ესპანელებმა ვაშინგტონთან არ ითანამშრომლეს.
„ყველაფერი, რაც ხელს უშლის ჩვენს შესაძლებლობას, ჩავერთოთ და გავაგრძელოთ ეს ომი ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზით, საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს. ესპანელებმა ამერიკელების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს“, – აღნიშნა ბესენტმა.
0
0