
"სჯობს ფსიქოლოგს მიმართო" - ასე მიმართა აჭარის ტელევიზიის წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა, “ფორმულას” წამყვანს, ჟურნალისტს ნინო ჟიჟილაშვილს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა კოლეგას უსაყვედურა:
“ირაკლი [პრემიერ-მინისტრი] გიზიარებთ მოსაზრებებს და თქვენ ეთანხმებით… ეთანხმებით? თუ არ ეთანხმებით…?” - მიმართა ჟიჟილაშვილმა ხუზმიაშვილს.
“შენ შეგიძლია ფსიქოლოგს მიმართო, და არა ხუზმიაშვილს…” - უპასუხა ვახო ხუზმიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებით პაექრობა არ დასრულებულა.
რამდენიმე წუთში მათ შორის კიდევ ერთხელ დაიძაბა ურთიერთობა:
განსაკუთრებით ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა ნინო ჟიჟილაშვილის რეპლიკას კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომელმაც განაცხადა, რომ იქ მყოფი მედიის წარმომადგენლები არიან სწორედ მმართველი ძალის “პროპაგანდისტები” და “რუსები”.
“ყველა თქვენ ხართ პრობლემა, რადგან თქვენ ყველა ხართ ამათი “გამპრავებლები”. თქვენ ხართ ამათი პროპაგანდისტები და რუსები…” - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.
ამ რეპლიკას ასევე ხმამაღალი ინტონაციით უპასუხა აჭარის ტელევიზიის წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა, რომელმაც ჟიჟილაშვილს ასევე “რუსი” და “თავხედი” უწოდა.
“რუსი შენ ხარ, შენ!. ვიღაცაში გეშლები ეტყობა. რუსი შენ ხარ. როგორ მიბედავ ამას, შე თავხედო, შენ..” - იყო რეპლიკა ხუზმიაშვილსგან.
თითქმის სამი საათია, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025