თითქმის 2 საათია, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისრი ირაკლი კობახიძე ჟუნალისტების კითხვებს პასუხობს.
ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. განსაკუთრებით ხმამაღალი რეპლიკები მოჰყვა “ფორმულას” წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის რეპლიკას კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომელმაც განაცხადა, რომ იქ მყოფი მედიის წარმომადგენლები არიან სწორედ მმართველი ძალის “პროპაგანდისტები” და “რუსები”.
“ყველა თქვენ ხართ პრობლემა, რადგან თქვენ ყველა ხართ ამათი “გამპრავებლები”. თქვენ ხართ ამათი პროპაგანდისტები და რუსები…” - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.
ამ რეპლიკას ასევე ხმამაღალი ინტონაციით უპასუხა აჭარის ტელევიზიის წამყვანმა ვახო ხუზმიაშვილმა, რომელმაც ჟიჟილაშვილს ასევე “რუსი” და “თავხედი” უწოდა.
“რუსი შენ ხარ, შენ!. ვიღაცაში გეშლები ეტყობა. რუსი შენ ხარ. როგორ მიბედავ ამას, შე თავხედო, შენ..” - იყო რეპლიკა ხუზმიაშვილსგან.
ეს არ იყო ერთადერთი დაპირისპირება ჟიჟილაშვილსა და ხუზმიაშვილს შორის.
რამდენიმე წუთით ადრე მათ ერთმანეთს ასევე უხეშად მიმართეს და აჭარის ტელევიზიის წამომადგენელმა, ვახო ხუზმიაშვილმა ნინო ჟიჟილაშვილს “ფსიქიატრთან ვიზიტი” ურჩია.
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025