
მაინტერესებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს მოძალადე პოლიციელების მიმართ?… ბატონო მოსამართლე, ახლა რომ ვიდგე და ვიღაცამ შემაგინოს, ბოთლს ვესვრი კი არა, შეიძლება სახე ჩამოვუღო , - აღნიშნული განცხადება დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ სასამართლო პროცესზე გააკეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც აქციაზე დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს, ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა ვიდეო, რომლშიც მისვე მტკიცებით ჩანს, რომ აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულს, რუსლან სივაკოვს ხელში უჭირავს ნივთი და ისვრის პოლიციის მიმართულებით.
თუმცა, აღნიშნული ვიდეოს წარმოდგენისას ადვოკატებმა საპირისპირო პოზიცია წარმოადგინეს.
მათი განმარტებით, ვიდროში, რის საფუძველზეც 11 პირი ციხეში მიდის, არც პოლიცია ჩანს და არც ის, რომ სიმაკოვი რაიმე ნივთს ისვრის. ამიტომ, მათივე თქმით, ამ ვიდეოს მტკიცებულებად გამოყენება უსაფუძვლოა.
“ბატონო ვაჟა, ვიდეოში პოლიცია, სად არის ?” - მიმართა ერთ-ერთი ბრალდებულის, ლუკა ჯაბუას ადვოკატმა რუსუდან აგურაშვილმა პროკურორს.
“ახლა დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევა. რის საფუძველზეც სინდისის პატიმრები დღეს ზიან იქ, სადაც ზიან….ვიდეოზე, ანდრო ჭიჭინაძე არ ჩანს!”, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ პროკურორის მისამართით.
ბრალდების მხარის განმარტებით, კი დღეს წარმოდგენილი ვიდოების გარდა. საქმეში სხვა ვიდო-მტკიცებულებაც დევს.
“ამ ვიდეოს გარდა სხვა ვიდეობიც არის რომელიც კვლევაზეა გაგზავნილი და სადაც არაერთ ნივთს ისვრის [ერთ-ერთი ბრალდებული]… ამ ვიდეოს გარდა სხვა ვიდეოებიც არის”, - განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
ამის შემდგომ, პროლურატურამ წარმოადგინა კიდევ ერთი ვიდო, რომელშიც მისივე მტკიცებით, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ჩანს. ადვოკატებმა ბრალდებას მოუწოდეს, განემარტა, თუ რა ჩანდა ამ ვიდეოში.
“გამოხატავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას და უკმაყოფილებას”, - განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
დაცვის მხარემ ბრალდებას ჰკითხა - აქციაზე, სადაც პოლციიის კორდონი დგას და ისმის შეძახილები “დაგხოცავთ”, თუ აქ ნამდვილად პოლიცია იდგა, პოლიცია აკეთებს ამ მოწოდებას, არის თუ არა გამოძიება დაწყებული “დახოცვის მოწოდების” კონტექსტში?!“.
„ხალხი გამოვიდა იმიტომ, რომ რუსეთისკენ მიგვაქანებს ეს ხელისუფლება. ხალხმა ამაზე უკმაყოფილება გაქმოთქვა. თუმცა, ხალხზე რომ პოლიცია ძალადობს, მაგაზე არავინ არის დაკავებული. მაინტერესებს, სასამართლოსგანაც მაინტერესებს - თქვენ ხართ მოსამართლე, ის რომ აგინებს და ეუბნება, “უნდა დაგიჭირო”, ეს არ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი? სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს მოძალადე პოლიციელების მიმართ?… ბატონო მოსამართლე, ახლა რომ ვიდგე და ვიღაცამ შემაგინოს, ბოთლს ვესვრი კი არა, შეიძლება სახე ჩამოვუღო”, - განაცხადა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.
მოსამართლე გალუსტაშვილმა ადვოკატს მიუთითა, რომ “ ამ ტონალობაში საუბარი საჭირო არ არის”.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პასუხს, მათი თქმით, ზოგადად პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო გადაცდენის ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია.
0
0