26/12/2024
10:36
მსოფლიო
სირიაში, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად, 14 პოლიციელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სირიის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი ძალები პოლიციელებს ქალაქ ტარტუსის მახლობლად მოულოდნელად დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 14 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაშავდა.
მინისტრის თქმით, „ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედავს სირიის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნას, მკაცრ ზომებს მიიღებს“.
ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ჰომსში „კომენდანტის საათი“ დააწესა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ალავიტებისა და შიიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ არეულობა დაიწყო.
0
0