სირიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმაზე ერაყის „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობამ“ აიღო პასუხისმგებლობა
05/02/2024
18:27
სამართალი
A-
+A
,,სირიის პროვინცია დეირ აზ ზორში, ალ-ომარის ნავთობსაბადოს სიახლოვეს მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის უკან „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ იდგა. თავდასხმა იყო ჩვენი სტრატეგიის გაგრძელება, რომელიც წარმოადგენს ოკუპაციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, ღაზელებისადმი მხარდაჭერის გამოხატვა და პასუხი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე,“ - განაცხადა „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობამ“, რომელიც მოიცავს შეიარაღებულ დაჯგუფებებს, როგორიცაა ქათა'იბ ჰეზბოლა.
დაჯგუფება „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“ ასევე, გასულ კვირას, ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის უკან იდგა, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო პირი ემსხვერპლა.
0
0
140
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%