17/12/2024
14:43
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირია „არამეგობრულად გააკონტროლა“, რაც თურქეთს „ათასობით წლის განმავლობაში სურდა“.
,,თურქეთი ბოევიკებს აკონტროლებს, რომლებმაც სირიის ყოფილი დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი ჩამოაგდეს და ეს კარგია, ეს ბრძოლის სხვა გზაა.
სხვათა შორის, თურქეთი მთავარი სამხედრო ძალაა. ერდოღანი ის ადამიანია, ვისთანაც გულწრფელად ვმეგობრობდი. ის ომით არ დასუსტებულა. ერდოღანმა ძალიან ძლიერი არმია შექმნა,“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც Politico წერს, შეკითხვაზე, შეშფოთებულია თუ არა რეგიონში მოსალოდნელი შემდგომი არეულობების გამო, ტრამპმა თქვა:
„არავინ იცის, როგორი იქნება საბოლოო შედეგი რეგიონში. არავინ იცის, ვინ იქნება ლიდერი. თუმცა ერთი რამის მჯერა, რომ ეს თურქეთი იქნება. [ერდოღანი] ძალიან ჭკვიანი და, ამავე დროს, ძალიან მკაცრი კაცია. თურქეთმა სირია ,,არამეგობრულად’’ ჩაიგდო ხელში მრავალი ადამიანის დაკარგვის გარეშე“.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
24/01/2025