სირცხვილია, რომ „დიდი ოცეულისთვის“ უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო - ლავროვი
03/03/2023
16:31
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, სირცხვილია ის, რომ „დიდი ოცეულისთვის“ უკრაინის გარდა არაფერია საინტერესო.
ლავროვის თქმით, G20 საუბრობს უკრაინაზე, მაგრამ არ უხსენებია ერაყი ან ლიბია მისი დაარსების დღიდან.
„დღეს „დიდი ოცეულისთვის“ არაფერია საინტერესო უკრაინის გარდა, ეს არის სირცხვილი“, - დასძინა ლავროვმა ნიუ-დელიში.
კითხვაზე, თუ როგორ იმოქმედა უკრაინაში ომმა რუსეთის ენერგეტიკულ ინტერესებზე, ლავროვმა უპასუხა, რომ ომი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამოყენებით წამოიწყეს.
„ომი, რომლის შეჩერებას ვცდილობთ და რომელიც ჩვენს წინააღმდეგ წამოიწყეს უკრაინელი ხალხის გამოყენებით“, - აღნიშნა ლავროვმა.
0
0
181
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%