15/07/2023
22:12
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც რუსი პროპაგანდისტის მარგარიტა სიმონიანისა და ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.
„ყველაფერი, რაც ხდება, კიდევ ერთხელ აჩვენებს ვოლოდიმირ ზელენსკის „რეჟიმის ტერორისტულ ხასიათს“, - აცხადებს ზახაროვა.
„ეფესბეს“ მტკიცებით, მოსკოვსა და რიაზანის რეგიონში ნეო-ნაცისტების ჯგუფი დააკავეს, რომლებმაც ჩაატარეს დაზვერვა სიმონიანისა და სობჩაკის სამუშაო და საცხოვრებელი მისამართებზე.
ამავე ცნობით, ამოღებულია კალაშნიკოვის ავტომატი ვაზნებით, რეზინის ხელკეტები, დანები და ხელბორკილები.
როგორც „ეფესბეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებმა აღიარეს, რომ ისინი მკვლელობას უკრაინის უშიშროების სამსახურის დაკვეთით ამზადებდნენ.
საქმის ფიგურანტია 7 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანია.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, როგორც დაკავებულები აცხადებენ, თითოეულ “მსხვერპლზე” 1,5 მლნ რუბლს დაპირდნენ.
0
0