14/02/2026
21:26

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ სტუდიაში ითქვას სიმართლე, აქ ვითომ დებატები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნახევარი საათი გავიდა და ვერაფერს ვხედავ, - განაცხადა „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ.
მისი თქმით, რეფორმაზე საუბრისას აუცილებელია განხილული იყოს კონტექსტი, მიზნები და საშუალებები.
„როცა რეფორმაზე ვსაუბრობთ, უნდა განვიხილოთ კონტექსტი, რომელშიც ეს რეფორმა ხორციელდება, მერე უნდა გადავიდეთ რეფორმის მიზნებზე და მერე უნდა გადავიდეთ საშუალებებზე. ერთი ფაკულტეტი და ასე შემდეგ არის საშუალებები. იმ კონტექსტში, როცა ჩვენ გვყავს სტუდენტები, რომლებიც არიან პატიმრები, ამ კონტექსტში ვსაუბრობთ იმაზე რა ჯობია, ამ კონტექსტში ახორციელებენ ეს ბატონები ამ რეფორმას“, - აღნიშნა ჯანაშიამ.
0
0