03/04/2023
20:55
სამართალი
პენიტენციური სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ლაზარე გრიგორიადისს თმა მისი ნების საწინააღმდეგო არ გადაპარსეს.
„2023 წლის 31 მარტს 11:00 საათზე N8 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებულ იქნა ბრალდებული ლ.გ. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას. მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით. სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მით უმეტეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი. ბრალდებულ ლ. გ-ს დაცვის უფლება, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, სრულად გარანტირებულია პენიტენციურ დაწესებულებებში. ბრალდებული დაწესებულებაში მოთავსების დღესვე, 2023 წლის 31 მარტს 21:50 საათზე, მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გრიგორიადისის ადვოკატმა დღეს განაცხადა: "ციხეში ნორმალურ პირობებშია, თუმცა ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა... არ უნდოდა თმის გადაპარსვა და მაინც გადაპარსეს".
0
0