24/04/2024
16:56
მსოფლიო
ავსტრალიის პოლიციამ, სიდნეის მასშტაბით კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, შვიდი მოზარდი დააკავა. პოლიციის მტკიცებით, „სავარაუდოდ“ ახალგაზრდები თავდასხმას გეგმავდნენ.
„სავარაუდოდ, ეჭვმიტანილები რელიგიურად მოტივირებულ ძალადობრივ ექსტრემისტულ იდეოლოგიას იზიარებენ. დამნაშავეები 15-დან 17 წლამდე ასაკის არიან. ამავე დანაშულებრივი ქსელის წვერია 16 წლის ბიჭი, რომელსაც ქადაგების დროს ეპისკოპოს მარ მარი ემანუელზე თავდასხმა ედება ბრალად. საერთო მიზნით გაერთიანებული პირები საზოგადოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. თუმცა მათი კონკრეტული გეგმა ან სამიზნე ჯერჯერობით არ გამოვლენილა", - განაცხადა პოლიციამ.
ხელისუფლებამ 16 წლის სავარაუდო თავდამსხმელის რელიგიური მრწამსის შესახებ ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.
კონტრტერორისტული ოპერაცია, გასულ კვირას, სიდნეის ერთ-ერთ ეკლესიაში ასირიელი ეპისკოპოსის დანით დაჭრასთან დაკავშირებით ჩატარდა. პოლიციამ ინციდენტი "ტერორისტულ აქტად" შეაფასა. სახელმწიფოს ერთობლივი ანტიტერორისტული ჯგუფი გამოძიებას კვლავ აგრძელებს.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024