
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში, სითბური დაკვრით, სულ მცირე, ორი ადამიანი გარდაიცვალა; ასევე ჰოსპიტალიზებულია მრავალი ადამიანი. როგორც ცნობილია, აღმოსავლეთის ზღვის სანაპიროზე მერვე დღეა ჰაერის ტემპერატურა +40°-მდე აღწევს.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურების ინფორმაციით, სითბური დაკვრით ორი მამაკაცი (50-60 წლის) გარდაიცვალა.
მომდევნო 3 დღის განმავლობაში, მდინარე იანძის სამხრეთით მდებარე ტერიტორიების 18 მილიონიანი მოსახლეობა +37-39° სიცხეს ებრძვის. სინოპტიკოსების პროგნოზით, ანჰუის, ძიანგსუსა და ჟეჯიანგის პროვინციებში ტემპერატურა +40°-ს გადააჭარბებს.
როგორც Reuters-ი წერს, ჩინეთი სითბური დაკვრით დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს.
სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს, ჩინეთში სიცხით გარდაცვლილთა 50,900 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2021 წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.
0
0