
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა უგულებელყო ბრიუსელში სამიტზე მიწვევა, რომელიც ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების დამყარების 50-ე წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
„ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, პეკინმა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს აცნობა, რომ ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი შეხვდება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს ბრიუსელის სამიტზე და არა სი ძინპინი.
აღინიშნება, რომ ევროკავშირი-ჩინეთის სამიტები ტრადიციულად მონაცვლეობით ტარდება ბრიუსელსა და პეკინში. ჩვეულებრივ, პრემიერ-მინისტრი სტუმრობს სამიტს ბრიუსელში, ხოლო სი ძინპინი პეკინში, მაგრამ ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ნახევარი საუკუნის აღსანიშნავ სამიტზე ჩინეთის ლიდერის დასწრება სასურველი იქნებოდა.
გამოცემის წყაროების მტკიცებით, ორივე მხარემ განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
0
0
32 წელი გუმისთის ბრძოლებიდან
16/03/2025