
ჩინეთის, რუსეთისა და აშშ-ის ლიდერთა შეკრება, პირველი ასეთი შემთხვევა ისტორიაში, გარდამტეხი მნიშვნელობისაა, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
სი ძინპინის თქმით, სამმა ქვეყანამ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთად უნდა იმუშაოს.
„ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ. სირთულეები ნამდვილ პასუხისმგებლობას ავლენს“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
სი ძინპინის თქმით, კაცობრიობა ერთიან „გლობალურ სოფელში ცხოვრობს, სადაც ყველას ბედი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.
„გლობალურ სოფელში დიდ სახელმწიფოებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობები ეკისრებათ“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
სი ძინპინის განცხადებით, ბოლო წლებში ჩინეთი ხელს უწყობს დიდ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ისეთ ფორმას, რომელიც ხასიათდება მშვიდობიანი თანაარსებობით, საერთო სტაბილურობითა და დაბალანსებული განვითარებით, რაც სარგებელს მოუტანს როგორც თავად მხარეებს, ისე მთლიანად მსოფლიოს. ჩინეთის პრეზიდენტმა მხარეებს მოუწოდა მოუწოდა, მაგალითი მისცენ დანარჩენ მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამშრომლობითა და მშვიდობისა თუ სტაბილურობის ხელშეწყობით.
„ჩინეთმა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მაგალითი უნდა მისცენ სხვებს გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად თანამშრომლობით, ერთობლივად უნდა უზრუნველყონ მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე უფრო დიდი წვლილი შეიტანონ კაცობრიობის პროგრესში“, – აღნიშნა სი ძინპინმა.
0
0