
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შესაძლოა, უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებებისთვის ეწვიოს. ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ის ჩამოვა. არც თუ ისე შორეულ მომავალში“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა იანვარში პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჩინეთიდან აშშ-ში შემოტანილ ყველა პროდუქტზე 20%-იანი გადასახადი დააწესა. მისი თქმით, პეკინი ვერ აკონტროლებს იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტს, რომლებიც აშშ-ში ფენტანილის უკანონო წარმოებისთვის გამოიყენება.
ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპი ბოლო კვირებში ამბობდა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ჩინეთი ტარიფების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ უკვე გაატარა მნიშვნელოვანი ზომები ნარკოტიკების წინააღმდეგ. პეკინმა საპასუხოდ რამდენიმე შეზღუდვა დააწესა აშშ-სთან ვაჭრობაზე.
დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფები აუცილებელია საერთაშორისო ვაჭრობაში ბალანსის აღსადგენად.
0
0