04/05/2023
19:47
სამართალი
თბილისში, ვაზისუბანში ნათესავმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე ახალგაზრდა ქალზე ხელკეტით, ელექტროშოკით იძალადა და მოკლა.
მოკლული, მარიამ ბუთხუზია ოჯახის წევრებმა მის მშობლიურ სოფელ მუხრანში უკვე დაკრძალეს.
მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
მეზობლები ამბობენ, რომ 36 წლის ქალი ქმარს იყო გაშორებული და სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. მათი თქმით, ქალთან ხშირად მოიდოდნენ ნათესავები და სულ ჩხუბის და ყვირილის ხმა ისმოდა.
აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.
თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.
0
0