30/12/2022
11:26
პოლიტიკა
„მე ვარ კლინიკაში, სადაც ექიმები შეძლებისდაგვარად მეხმარებიან მათთვის ძალიან რთულ პირობებში. მათ ყოველდღიურად აკითხავენ ქართული უშიშროების სამსახურები და ყოველთვის, როცა ჩემთან ჩვეული რუტინული პროცედურისთვის (მაგალითად, აბების მისაცემად) მოდის ექთანი, მას საფუძვლიანად ჩხრეკენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება დღეში 30-ჯერ. ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა, მზის სხივი არ მინახავს“, - განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო ჰიპერტონიული კრიზისის დროს ციხის თანამშრომლებმა არ მისცეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის უფლება.
ცნობისთვის, “უკრაინულმა პრავდამ” სააკაშვილს 2 კვირის წინ კითხვები გადაუგზავნა, რასაც მან წერილობით პასუხი გასცა.
0
0