
შვეიცარიამ ესპანეთს უკრაინისთვის საზენიტო დანადგარების გადაცემის უფლება არ მისცა. ამის შესახებ BBC წერს.
შვეიცარიამ განაცხადა, რომ არსებობს კანონი, რომელიც სამხედრო ტექნიკის რეექსპორტს იმ ქვეყნებში კრძალავს, სადაც შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტია.
Reuters-ის ინფორმაციით, იანვარში ესპანეთის ხელისუფლებამ შვეიცარიას უკრაინისთვის ორი 35 მმ-იანი საზენიტო იარაღის გადაცემის ნებართვისთვის მიმართა. შვეიცარიის ხელისუფლებამ ვეტო დაადო დანიისა და გერმანიის მოთხოვნებს, რომლებიც აპირებდნენ შვეიცარიული წარმოების ჯავშანტექნიკის და საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემას.
ცნობისთვის, შვეიცარიის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყანა ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტის დროს.
ამის გათვალისწინებით არაერთმა შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა წამოიწყო კამპანია მოქმედი კანონმდებლობის შესაცვლელად და ეს საკითხი ახლა პარლამენტში განიხილება.
0
0