
2025 წელს, შვედეთის მთავრობამ ჩაატარა კვლევა, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის 14 წლამდე შემცირებას გულისხმობდა, თუმცა ხელისუფლებამ ამ ასაკის 13 წლამდე შემცირების გეგმა წარადგინა.
ორშაბათს, 26 იანვარს, შვედეთის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს 15-დან 13 წლამდე ამცირებს სერიოზული დანაშაულებისთვის, რამაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.
რამდენიმე ორგანო, მათ შორის პოლიცია, სასჯელაღსრულების სისტემა და პროკურორები, ამ წინადადებას ეწინააღმდეგებიან. იუსტიციის მინისტრმა გუნარ შტრომერმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არ არის "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის ზოგადი შემცირება".
"ჩვენ ვსაუბრობთ ასაკის შემცირებაზე ყველაზე მძიმე დანაშაულებისთვის, როგორიცაა მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი აფეთქებები, იარაღით ჩადენილი დანაშაულები და გაუპატიურება - ყველაფერი ეს დამამძიმებელ გარემოებებს ეხება", - დასძინა გუნარ სტრომერმა.
მედია წერს, რომ 10 წელზე მეტია, შვედეთი ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ მზარდ ძალადობას ებრძვის, რაც ძირითადად ბანდების დაპირისპირებითა და ნარკოტიკების ბაზრის კონტროლისთვის ბრძოლით არის გამოწვეული. ეს ქსელები აფეთქებებისა და სროლების ორგანიზებისთვის სულ უფრო მეტ 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს იყენებენ, რომლებსაც, დაჭერის შემთხვევაში, პატიმრობა არ ემუქრებათ.
0
0