17/05/2023
16:08
მსოფლიო
ორშაბათს ნორბოტენის ადმინისტრაციულმა საბჭომ მიიღო შეტყობინება, რომ შვედეთში დიდი რაოდენობით ძაღლები და სამი ცხენი შეიყვანეს. პოლიციის დახმარებით ცხოველები სოფელ ტორნედალში იზოლირებულად განათავსეს.
შვედეთის სოფლის მეურნეობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაავადებების და ინფექციების შეტანის პრევენციის მიზნით ყველა ძაღლს დაუყოვნებლივ დააძინებენ.
„ცოფის რისკის გათვალისწინებით, ყველა ძაღლის ევთანაზიაა საჭირო", - ამბობს სიმონ ლოფგრენი, შვედეთის სოფლის მეურნეობის სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, ძაღლების ისტორიის შესახებ ძალიან არასრული ინფორმაცია არსებობს. გაურკვეველია, რომელი ქვეყნებიდან არიან, აქვთ თუ არა ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ა.შ.
ზოგიერთ ძაღლს აქვს რაღაც სახის საბუთები, მაგრამ რადგან ყველა ძაღლი ერთად ცხოვრობდა, ჩვენ ყველას ევთანაზია გვიწევს, - ამბობს იგი.
კითხვაზე, რატომ არ შეიძლება დაველოდოთ და გავარკვიოთ, მართლა აქვთ თუ არა ცოფი ძაღლებს, ლოფგრენმა უპასუხა: „ასეთ შემთხვევაში მათი კარანტინში მოთავსებაა საჭირო და ჩვენ ეს პრაქტიკულად შეუძლებლად მიგვაჩნია"
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ფინეთიდან კონტრაბანდული გზით შეყვანილ სამ ცხენს. შვედეთის სოფლის მეურნეობის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ისინი იზოლირებულნი არიან.
0
0