
ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერიკ ოტოსონი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
„გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპაში მომავლისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს საქართველოს მომავლისთვის იმედის შუქურად მივიჩნევთ და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ერიკ ოტოსონმა.
ვიდეომიმართვას უერთდებიან სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლუქსემბურგის, ავსტრიის, ესტონეთისა და ფინეთის პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა და ევროპის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. ასევე უერთდებიან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სიგიტას მიტკუსი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი.
0
0