23/04/2023
20:45
მსოფლიო
გერმანიაში, ჟურნალ Die Aktuelle-ს მთავარი რედაქტორი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მათ გამოცემაში გამოქვეყნდა ე.წ. „პირველი ინტერვიუ მიხაელ შუმახერთან“.
სინამდვილეში ინტერვიუ ჩაწერილი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. ამის შესახებ Spiegel-ი წერს.
მედია ჰოლდინგმა, რომელშიც აღნიშნული ჟურნალი შედის, ბოდიში უკვე მოიხადა.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ დაემშვიდობნენ მთავარ რედაქტორს ენ ჰოფმანს, რომელიც პასუხისმგებელი იყო Die Aktuelle-ის ჟურნალისტურ შინაარსზე 2009 წლიდან.
გერმანელი მრბოლელის, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ოჯახი აპირებს უჩივლოს ყოველკვირეულ გამოცემა Die Aktuelle-ს.
როგორც ცნობილია, 2013 წელს საფრანგეთში თხილამურებით სრიალის დროს სერიოზული დაზიანება მიიღო სპორტსმენმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ცოტა რამ არის ცნობილი. ოჯახმა წლების განმავლობაში რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს, მედიის მხრიდან მისი პირადი უფლებების დარღვევის გამო.
0
0