
ირლანდიის ქალქ კორკში მცხოვრებმა 69 წლის ჯოსი როულმა, მწერების ნაკბენის გამო ორივე ფეხი დაკარგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯოსი როული მწერებმა ძილის დროს დაკბინეს და მას "რამდენიმეთვიანი აუტანელი ტკივილები ჰქონდა".
ჯოსი როულს აგრესიული ფორმის ინფექცია გასულ წელს შეეყარა, რამაც მისი ორივე ფეხის ამპუტაცია გამოიწვია.
„გასული სექტემბრის ერთ-ერთ დილას რომ გავიღვიძე, წვივებზე მწერის რამდენიმე პატარა ნაკბენი შევნიშე. სავარაუდოდ, ისინი ბუნებრივად უნდა გამქრალიყო. შოკირებული ვიყავი, როდესაც ნაკბენებიდან ჩირქი მდიოდა და მათ გარშემო მტკივნეული წყლულები წარმოიქმნა,“ - თქვა ჯოსი როულმა.
გასული წლის ბოლოს, ჯოსი შვილიშვილმა სამკურნალოდ კორკის მერსის ჰოსპიტალში წაიყვანა. ექიმებმა ვერ დაადგინეს, რა ტიპის მწერისგან იყო პაციენტი დაკბენილი. თუმცა, ჯოსი როულის ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ექიმებმა მკურნალობისთვის ყველაფერი გააკეთეს. მიუხედავად მათი მცდელობისა, ჯოსის ინფექცია ფეხებზე კიდევ უფრო გავრცელდა და ძლიერი ტკივილების გამო მას სიარული აღარ შეეძლო. საბოლოოდ, მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, ჯოსის მუხლის ზემოთ ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
ამჟამად, ჯოსი როული შვილთან და მის ოჯახთან ერთად ირლანდიის ქალაქ კარიგალაინში ცხოვრობს.
0
0