
შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ გიორგი მუმლაძის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად 5 მილიონი ლარია მითითებული.
უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ჯარიმის ოდენობად მითითებულია 5 000 და არა 5 000 000 ლარი.
ამასთან, სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება აღნიშნული ინფორმაციის ტირაჟირება, უწყება სამართალდარღვევის ოქმის დედანს გაასაჯაროებს.
ცნობისთვის, გიორგი მუმლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთ საჯარიმო ქვითარში ჯარიმის ოდენობად 5 მილიონია მითითებული.
„მე-11 და მე-12 ჯარიმა მიიტანეს ჩემთან ფორმიანებმა (მე-12-ში მგონი 5 მილიონი წერია ჯარიმის ოდენობა, ეტყობა მუღამში შევიდნენ ნულების წერისას). დღესაც ტრადიციულად შევხვდებით რუსთაველზე“, – დაწერა გიორგი მუმლაძემ.
0
0