შსს: თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და მიმდინარეობს პოლიციელთა გეგმური როტაცია
A-
+A

გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, რომ გორსა და სამეგრელოში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზებზე თანამშრომლები ე.წ. ყაზარმულ რეჟიმზე არიან გადასული, შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ .არცერთ ბაზაზე განსაკუთრებული მობილიზება არ მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება, პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. აღნიშნული როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი.
რაც შეეხება თემას, პოლიციელთა გადაადგილება უკავშირდება თუ არა აჭარაში დაკავშირებულ აქციას, განვმარტავთ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში, ან რეგიონში იგეგმება მისი გამართვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოველთვის მობილიზებული არიან“, - განმარტავენ შსს-ში.
0
0
503
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%