12/01/2025
11:12
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, “ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დაკავების გასაპროტესტებლად ჟურნალისტები შეიკრიბნენ. ისინი ამაღლობელის დაკავებას ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობად აფასებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
“რომ მოვედით, გვქონდა ინფორმაცია, რომ მზია ამაღლობელი გამოუშვეს დაკავების შემდგომ, თუმცა მალევე ისევ მოხდა მისი დაკავება. ეს არის ჟურნალისტების დევნა, ტერორის და ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობა. საქართველო არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი. ჟურნალისტების დევნა, დაშინება და ის, რაც ხდება ბელარუსში და რუსეთში, საქართველოში ვერ მოხდება. ამისთვის ვართ მოსულები. სპონტანურად მოვედით და გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათუმში შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი. “ბათუმელები” დიდი ხანია ეჩხირებათ ყელში. დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია რომ არ მოსწონთ, ვიცით, მაგრამ ჟურნალისტების დევნა, დაკავება, ძალადობა არ გაუვათ და არ შერჩებათ”,- განაცხადა "პუბლიკის" მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.
0
0