25/10/2025
13:37

სამართალდამცველებს მოქალაქე ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მას ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, - აღნიშნულის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"- ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მოქალაქე ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მას ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.
0
0
მოლდოვის სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს
02/12/2025