
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
დადგინდა, რომ ბრალდებულს სასაზღვრო-გამტარი პუნქტის, „ყაზბეგი“-ს გავლით, რუსეთის ფედერაციაში საკუთარი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სათადარიგო საბურავში დამალვის გზით სურდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 4 ფუთად დაფასოებული 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებაიშ, მარიხუანის გატანა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისსწინებს.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0