
შინაგან საქმეთა სამინისტრო „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებითაა დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ნივთის დაზიანების ბრალდებით 1979 წელს დაბადებული ელენე ხოშტარია დააკავეს.
გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერები დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0