14/06/2023
17:17
პოლიტიკა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, სადაც შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში მისულმა ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა საპროტესტო ბანერი გადმოფინა.
„რაც უფრო მეტ და უფრო ამაზრზენ იმის მსგავს პერფორმანს-პროვოკაციებს მოაწყობენ, რაც დღეს პარლამენტში ვიხილეთ, მით უფრო მეტ წითელ ხაზებს გაავლებენ დანარჩენ საზოგადოებასთან და ჩაიხარშებიან თავიანთ ბინძურ ქვაბში. შშმ ბავშვის დედობა არაა ინდულგენცია. როდესაც პარლამენტში გიწვევენ და შენ ამას ბინძური პოლიტიკური პროვოკაციისთვის იყენებ, იქ უკვე ფსკერი გარღვეული გაქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, ის ქალი ნაცაქტივისტი აღმოჩნდა. რატომ აწვებიან ასე რუბლების თემას და აფრიალებენ წინ და უკან, იმიტომ რომ სურთ ამით მაინც გადაფარონ მათი ერთ-ერთი ლიდერისთვის რუსეთიდან მომდინარე რუბლების უშრეტი წყარო. მეორე მხრივ, სულ უფრო იმატებს მათი მხრიდან აგრესია და მგონი დროა საზოგადოება გამოფხიზლდეს“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024