„შრი-ლანკის მინისტრთა კაბინეტმა 35 ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის, ინდოეთისა და რუსეთის, მოქალაქეებისთვის უფასო ტურისტული ვიზების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას და კრიზისით დაზარალებული ეკონომიკის აღორძინებას.
ტურისტები 30-დღიან ვიზებს ექვსთვიანი საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიიღებენ, რომელიც 1 ოქტომბრიდან დაიწყება,“ - განაცხადა მინისტრთა კაბინეტის სპიკერმა და ტრანსპორტის მინისტრმა ბანდულა გუნავარდანამ.
”მთავრობის მიზანია, რომ შრი-ლანკა, ისევე როგორც სინგაპური, ტაილანდი და ვიეტნამი, თავისუფალ სავიზო ქვეყნად გადაიქცეს, რათა გამოიყენოს სწრაფად მზარდი ტურისტული ინდუსტრიის სარგებელი”, - განუცხადა გუნავარდანამ ჟურნალისტებს ყოველკვირეულ ბრიფინგზე.
აღნიშნული ქვეყნების ვრცელ სიაშია ინდოეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, ავსტრალია, დანია, პოლონეთი, ყაზახეთი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ნეპალი, ინდონეზია, რუსეთი, ტაილანდი, მალაიზია, იაპონია და საფრანგეთი.
ქვეყანაში (მოსახლეობა - 22 მილიონი ადამიანი), რომელიც ცნობილია თავისი პლაჟებით, უძველესი ტაძრებითა და არომატული ჩაით, ტურიზმის სექტორი დაზარალდა ჯერ COVID-19-ის პანდემიით, შემდეგ კი 2022 წელს - მძიმე ფინანსური კრიზისით, რამაც მასობრივი პროტესტი და საწვავის დეფიციტი განაპირობა.
თუმცა ტურიზმის სექტორის მიერ მიღებული სარგებელი გასულ წელს გაიზარდა, როდესაც შრი-ლანკაში 2 მილიონამდე ადამიანის მიმოსვლა დაიწყო. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, შრი-ლანკამ 2024 წლის პირველ ექვს თვეში ტურიზმიდან $1,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - $875 მილიონი. შრი-ლანკაში ყველაზე მეტი ტურისტი [246,922] ინდოეთიდან ჩავიდა, მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი - 123,992 ტურისტით.
0
0